სელენა გომესის და Coach-ის ერთობლივი კოლექცია

სელენა გომესისა და ამერიკული ბრენდის Coach თანამშრომლობა პირველად 2017 წელს შედგა, როდესაც მომღერალმა ჩანთების Selena Grace დიზაინი შეიმუშავა. ამ წლის ოქტომბერში მაღაზიებში სრულფასოვანი კოლექცია შევიდა, რომელზეც სელენამ ბრენდის დირექტორთან, სტიუარტ ვევერსთან ერთად იმუშავა.

კოლექციაში შევიდა ჩანთები, აქსესუარები, ტყავის ნაწარმი, კაბები და პასტელის ფერისა და ძალიან რბილი მატერიების სვიტერები. სელენას კოლექციაში საკუთარი ხასიათის გამოხატვა სურდა, ამიტომ საყვარელი დევიზი დაამატა: “ნუ ეძებ იდეალს, იყავი რაც ხარ”.

თანამშრომლობის ფარგლებში სელენამ და სტიუარტმა შექმნეს ჩანთის ორი მოდელი: The Bond и The Trail Bag. ისინი ბაფთებითა და კრისტალებითაა მორთული.

სარეკლამო კამპანია ტრადიციულად ნიუ-იორკში შედგა. მასზე ვარსკვლავურმა გუნდმა იმუშავა: ფოტოგრაფი სტივენ მაიზელი, ვიზაჟისტი პეტ მაკგრიტი, თმის სტილისტი კი გვიდო პალაუ იყო.

 

კომენტარი
%d bloggers like this: