სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” მირანდა შესაძლოა ნიუ-იორკის გუბერნატორი გახდეს

მსახიობმა სინტია ნიქსონმა, რომელიც ცნობილი გახდა მირანდა ჰობსის როლით სერიალში “სექსი დიდ ქალაქში” განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის არჩევნებში. ნიქსონი ამჟამინდელი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს კონკურენტია, რომელიც კენჭს უკვე მესამედ იყრის.

კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით სინტიამ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ოჯახზე ყვება, ქალაქის ქუჩებში სეირნობს და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

“ნიუ-იორკი ჩემი ქალაქია. მე სახელმწიფო სკოლა დავამთავრე და ახლა ჩემი შვილიც სახელმწიფო სკოლაში სწავლობს. მე მაქვს ის შესაძლებლობები, რაც ნიუ-იორკის ბავშვების უმრავლესობას არ აქვს. ჩვენ გვინდა მთავრობამ კვლავ იმუშაოს ჯანდაცვაზე, პატიმართა რიცხვის შემცირებაზე.” – ამბობს 51 წლის მსახიობი.

 

გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 19% უკვე მზადაა ხმა ნიქსონს მისცეს, ენდრიუ კუომოს კი მხარს 66% უჭერს. არჩევნები 2018 წლის 6 ნოემბერს ჩატარდება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: