Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალი 7 Days Out კარლ ლაგერფელდის შესახებ

არხმა Netflix გადაიღო დოკუმენტური სერიალი სახელწოდებით 7 Days Out.

მისი თითოეული ეპიზოდი მოდის, სპორტის, გართობისა და კულინარიის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ეძღვნება.

პირველი სერია Chanel-ის 2018 წლისმაღალი მოდის ჩვენების შესახებაა, რომელიც პარიზში, Grand Palais-ში, ქვიშის ბილიკებსა და შადრევნებს შორის გაიმართა.

სერიალში აჩვენებენ თუ როგორ ემზადებიან გრანდიოზული შოუსთვის ფრანგული მოდის სახლის დიზაინერი კარლ ლაგერფელდი და მისი გუნდი.

სერიალის რეჟისორია ენდრიუ როსი – Met Gala-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, The First Monday in May-ს ავტორი.

21 დეკემბერს სერიალის ყველა ეპიზოდიNetflix-ზე გამოჩნდება.

კომენტარი
%d bloggers like this: