„სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელდება

თითქმის ერთი თვეა კიმ კეტროლისა და სარა ჯესიკა პარკერის უთანხმოება გრძელდება. გასულ კვირას კეტროლის Instagram-პოსტი განიხილებოდა, სადაც მან პარკერს სთხოვა მისი ოჯახისთვის თავი დაენებებინა. გუშინ კი, პარკერის ინტერვიუს დეტალები გახდა ცნობილი. ინტერვიუში ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი კონფლიქტის არსებობის უარყოფას ცდილობს.

როგორც ცნობილია, „სექსი დიდ ქალაქში“, მსახიობებს შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, გაგრძელდება. აქვე გავრცელდა ხმები, რომ მესამე ფილმში სამანტას პერსონაჟი აღარ იქნება. სცენარისტები ახალი პერსონაჟების შექმნაზე მუშაობენ, მეოთხე მეგობრის როლზე კი შერონ სთოუნის ან კიმ ბეისინგერის დანიშვნას ვარაუდობენ.

კომენტარი
%d bloggers like this: