სილამაზის სტანდარტები: როგორ გახდა საყვარელი თოჯინა Barbie კომპლექსების წყარო

Barbie მრავალი წლის განმავლობაში გოგონების გონებაში ქალური სილამაზის არარეალური  წარმოდგენის პროეცირებას ახდენდა, მაგრამ გვჭირდება კი ჩვენ დღეს ასეთი მიდგომა? – მსჯელობს ქეით ბრანჩი სტატიაში  ამერიკული Vogue -ისთვის.

1965 წელს Mattel-მა  გამოუშვა თოჯინა, რომელიც ძალიან სწრაფად გაიყიდა და რომელიც მრავალი გოგონას ოცნება გახდა. ეს იყო ცისფერთვალება, ქერა გოგონა  სარკით, გამხდარი, რომელსაც ჰქონდა ნიშანი 50 კგ და ეჭირა წიგნი „როგორ დავკარგოთ წონა: არ ჭამო!“. ამ „იდეალური გოგონას“ წელი რეალურად ალბათ შეესაბამებოდა  46 სანტიმეტრს, გულმერდის გარშემოწერილობა 99-ს, თეძოების კი 83-ს.

1970  წელს Barbie-ის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, იმის გამოც, რომ არენაზე ფემინისტები გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ის(თოჯინა Barbie) თავის თავში განასახიერებს ყველაფერ იმას, რადაც ჩვენ ყოფნა არ გვსურს, მაგრამ ჩაგვჩიჩინებდნენ ვიყოთ ასეთები. ფემინიზმი მოუწოდებდა ყურადღების მიქცევას არა „საყვარელ სახეზე“, არამედ ქალის გონებაზე. მიუხედევად იმისა, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თოჯინამ გამოსცადა ბევრი სხვადასხვა პროფესია – დაწყებული ქირურგიდან დამთავრებული  UNICEF-ის ელჩამდე, საზოგადოებაში, როგორც ადრე დომინირებდა მოსაზრება, რომ ქალის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული მის გარეგნულ მიმზიდველობასთან.

Barbie და მისი უმცროსი და Stacie

დღესდღეობით Barbie-ს გამოსახულება თოჯინის არსებობის ისტორიის მანძილზე ყველაზე მსხვილ ტრანსფორმაციას განიცდის. 2016 წელს გამოვიდა სხვადასხვა ტიპის აღნაგობის  მქონე მოდელები: მინიატურული, მაღალი და მომრგვალებული, გამოკვეთილი ფორმებით. თუმცა, ამ პრინციპულად ახალი ტიპის თოჯინების გამოშვებას  ხანგრძლივი ორი წელი დასჭირდა. სწორედ რომ ხანგრძლივი, რადგან დღეს ბაზარზე ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება. კომპანიამ ზედმეტად დიდი დრო დაკარგა იმის გასარკვევად, რომელი სახელი შეერჩიათ – „Curvy“ თუ „PLus- size“, თუმცა ახალი თოჯინის არსი სულ სხვა რამეშია.

Barbie-ის შემქმნელები, უკამათოდ, ცდილობენ მისდიონ  საზოგადოებაში ქალის შესახებ არსებული წარმოდგენების განვითარების პროცესს, თუმცა მაინც ჩამორჩებიან. გარდა ამისა, თანამედროვე ქალი თანდათანობით უარს ამბობს ცნებაზე „იდეალური“ და მეტად აღარ საჭიროებს იდეალურ Barbie-ს.

კომენტარი
%d bloggers like this: