სტივენ ჰოუკინგი გარდაიცვალა

14 მარტს ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ უილიამ ჰოუკინგი საკუთარ სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა. მეცნიერი 76 წლის იყო.

ჰოუკინგი ცნობილი გახდა ნაშრომებით შავ ხვრელებსა და დიდ აფეთქებაზე, ასევე წიგნით “დროის მოკლე ისტორია”. მისი მნიშვნელოვანი დამსახურება მეცნიერების პოპულარიზებაა წიგნების, ტელე-შოუებისა და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების საშუალებით.

22 წლის ასაკში მეცნიერს ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, მძიმე ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა და ექიმებმა სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წელი უწინასწარმეტყველეს. ის სავარძელს მიეჯაჭვა და მეტყველება მხოლოდ ხმის სინთეზატორის საშუალებით შეეძლო. დაავადების მიუხედავავ, ჰოკინგმა სამეცნიერო მუშაობა განაგრძო.

This slideshow requires JavaScript.

“ის შესანიშნავი მეცნიერი და ექსტრაორდინალური ადამიანი იყო. მისი მემკვიდრეობა და შრომები ცხოვრებას განაგრძობენ, მან ერთხელ თქვა “ეს არ იქნებოდა სამყარო, ადამიანებისთვის სახლი რომ არ იყოს, რომელიც გვიყვარს.” ჩვენ ის მოგვენატრება” – თქვეს მეცნიერის შვილებმა ლუსიმ, რობერტმა და ტიმმა.

ჰოუკინგის შესახებ ფილმი “ყველაფერის თეორია” გადაიღეს, რომელშიც პროფესორის როლს ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს, ასევე მეცნიერი ცნობილი ტელე-შოუების საშუალებით გახდა, მათ შორისაა “სიმპსონები” და “დიდი აფეთქებით თეორია

 

სტივენ ჰოუკინგის გარდაცვალების გამო მწუხარება ბევრმა მეცნიერმა და ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივენ ვოზნიაკმა: “გულწრფელობამ და მეცნიერებისათვის თავდადებამ მას იშვიათი ბრიწყინვალე შესძინა”

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: