ტილდა სუინტონი და ჰიუ ლორი “დევიდ კოპერფილდის” ეკრანიზაციაში ითამაშებენ

ტილდა სუინტონი და ჰიუ ლორი ერთად ითამაშებენ არმანდო იანუჩის ახალ ნამუშევარში “დევიდ კოპერფილდის პირადი ისტორია”. ფილმი ჩარლზ დიკენსის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა და მთავარ როლს დევ პატელი შეასრულებს.

სცენარს დიკენსის პერსონაჟი თანამედროვე სამყაროში გადმოყავს. ორიგინალური რომანი 1850 წელს დაიბეჭდა და დევიდ კოპერფილდის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც ცნობილი მწერალი ხდება.

უკვე არსებობს რომანის რამდენიმე ეკრანიზაცია. ერთ-ერთი პირველი 1935 წელს ჯორჯ კიუკორმა გადაიღო. 1969 წელს შექმნილ ტელეფილმში ლოურენს ოლივიე თამაშობს, 1999 წლის მინი-სერიალში კი დენიელ რედკლიფის დებიუტი შედგა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმბერო ეკოს “ვარდის სახელი” და პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერიც” ეკრანიზებული იქნება.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: