ტომ იორკის ახალი ტრეკი ფილმისთვის “სუსპირია”

ტომ იორკმა Youtube-იზ არხზე ახალი სინგლი “Has Ended” გამოაქვეყნა, ერთ-ერთი ტრეკი ლუკა გუადანინოს საშინელებათა ფილმიდან “სუსპირია”.

ჰორორის მუსიკაზე იორკი ლონდონის თანამედროვე ორკესტრსა და გუნდთან ერთად მუშაობდა.

მთლიანად “სუსპირიასთვის” Radiohead-ის ლიდერმა 25 კომპოზიცია შექმნა, რომლის ალბომი 26 ოქტომბერს გამოვა. იორკის თქმით, შთაგონების წყარო ვანგელისის მუსიკა გახდა რიდლი სკოტის ფილმისთვის “დანის პირზე მორბენალი”.

ცოტა ხნით ადრე მუსიკოსმა ტრეკი “Suspirium” გამოაქვეყნა.

ლუკა გუადანინოს ახალი ფილმის შესახებ აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: