ტომ ფორდმა შესაძლოა ამერიკული მოდის საბჭოს უხელმძღვანელოს

შესაძლოა ტომ ფორდი ამერიკული მოდის საბჭოს (CFDA) ახალი ხელმძღვანელი გახდეს და ამ პოსტზე დიანა ფონ ფიურსტენბერგი შეცვალოს. 

WWD-ს ინფორმაციით გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებენ. ჯერჯერობით არც ფორდი და არც საბჭოს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დიანა ფონ ფიურსტენბერგი მოდის საბჭოს 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: