ტრენდი 2019: ბავშვობის თმის სამაგრები დაბრუნდნენ

რუბრიკის სპონსორია “შოპინგ ასისტენტი”

შარშანდელი წლის ტრენდი – თავსაფრები, როგორც თმის აქსესუარები კვლავ ძალაშია. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კი ბავშვობა უნდა გავიხსენოთ და დიდი ზომის თმის სამაგრებს მივუბრუნდეთ.

ეს არ იქნება მარტივი მეტალის უჩინარა, არამედ ფერადი ქვებით ან მძივებით უხვად მორთული სამაგრები.

პოპულარული ტრენდის “პირველი მერცხალი” მბზინავი თვლებით მორთული Gucci-ს სამაგრი-ავტომატი გახდა. გასული წლის აგვისტოში ამ აქსესუარს ოსლოს მოდის კვირეულის ყოველი მეორე სტუმარი ატარებდა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეულზე დიზაინერმა სიმონ როშამ სამაგრის საკუთარი, მძივებით მორთული ვერსია წარმოადგინა.

ახლა Instagram-ბლოგები და ონალინ-მაღაზიები სავსეა სხვადასხვაგვარი, ყველა გემოვნების მოსაწონი სამაგრებით.

თუ რამდენს და რა სახისას აირჩევთ, თქვენი ნებაა. ჩვეულებრივ რამდენიმე სამაგრს ერთად იკეთებენ.

თქვენთვის Amazon-იდან რამდენიმე ბიუჯეტური თმის სამაგრი შევარჩიეთ:

კომენტარი
%d bloggers like this: