ფრენსის მაკდორმანდს “ოსკარის” ქანდაკება მოჰპარეს

“ოსკარის” ოქროს ქანდაკება, რომელიც დღეს ფრენსის მაკდორმანდს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა, “ოსკარის” ცერემონიის შემდგომ წვეულებაზე მოიპარეს. 

ეს მაშინ მოხდა, როდესაც მსახიობი წვეულების სტუმრებთან საუბარში გაერთო და ქანდაკება უყურადღებოდ დატოვა. უცნობმა მამაკაცმა ჯილდოს ხელი დასტაცა, შემდეგ კი თვითმხილველთა თქმით დარბაზში დადიოდა და ამბობდა “ეს ჩემია!”. როდესაც მაკდორმანდმა დანაკარგი აღმოაჩინა, მამაკაცი უკვე წასული.

საბედნიეროდ, ერთ-ერთ ფოტოგრაფს ქურდის სურათი აღმოაჩნდა, რამაც მისი დაკავება გაამარტივა. ის 47 წლის ტერი ბრაიანტი აღმოჩნდა. ფოტოზე ბრაიანტი ქანდაკებით ხელში ამაყად პოზირებს.

 

მაკდორმანდმა სამართალდამცავებს დამნაშავის გაშვება სთხოვა, თუმცა მათ ჩათვალეს, რომ ეს ინციდენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ქურდი დააკავეს.

კომენტარი
%d bloggers like this: