ქართველების გამარჯვება გერმანიაში

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის კინოფესტივალზე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“(Shooring Star Europe) პრიზით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, Berlinale Palast-ში გაიმართა. ირაკლი ამ ნომინაციაში 10 სხვა მსახიობს შორის, რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის მოხვდა.
კატეგორიის ნომინანტი მსახიობები 4 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სხადასხვა ვორქშოპს, ხვდებოდნენ ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კასტინგის დირექტორებს.

 


კიდევ ერთი ქართველის გამარჯვება: ახალგაზრდა რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე გერმანელი კინოკრიტიკოსების პრიზით საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმისთვის “ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული” დაჯილდოვდა.

კომენტარი
%d bloggers like this: