ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” ინდოეთში გრან პრის მფლობელი გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ჯინო” ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ერონულმა ცენტრმა გაავრცელა.

“ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

კომენტარი
%d bloggers like this: