ქართული ემოძები Apple Store-ზე

აპლიკაციის Georgian Emoji ავტორი ბელგიაში მცხოვრები ქართველი სალომე გიგინეიშვილია. სალომე 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საქართველოდან წავიდა, სალომემ განათლებაც ბელგიაში მიიღო და ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრის ასისტენტად მუშაობს, თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მან ემოძების იდეა ჩამოაყალიბა, დაუკავშირდა ქართველ დიზაინერებსა და დეველოპერებს და მათი დახმარებით აპლიკაცია შექმნა.

რამდენიმე თვის წინ Apple Store-ზე ქართული ემოძები გამოჩნდა. ახლა უკვე შესაძლებელია შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, ქართლის დედის, ყანწის და ქართულ კულტურასთან ასოცირებული სხვა სიმბოლოების ტელეფონში ჩამოტვირთვა. აპლიკაცია Apple Store-ის ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ძალიან მალე მისი განახლება იგეგმება, რათა აპლიკაციით სარგებლობა Android-ის სისტემის მომხმარებელმაც შეძლოს.

Apple Store-ის ბაზა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. აპლიკაციის შექმნის შემდეგ ყველა საჭირო მონაცემი Apple-ში გაიგზავნა და რამდენიმე დღეში Apple Store-ში გამოქვეყნდა. აპლიკაციაზე მუშაობა არ დასრულებულა. ცოტა ხნის წინ მას ახალი ემოძები დაემატა. ესენია ყველასთვის საყვარელი, უამრავი ადამიანისთვის და თავად სალომესთვის ბავშვობასთან ასოცირებული თოვლის გუნდა, წუნა და წრუწუნა, სიზმარა, ბომბორა, ბასტი და ბუბუ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: