ქეით ბლანშეტი მარინა აბრამოვიჩის ეკრანულ სახეს შექმნის

ქეით ბლანშეტი “Documentary Now!” -ს ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდება, სადაც მხატვარ იზაბელა ბარტს, მარინა აბრამოვიჩის პროტოტიპს ითამაშებს.

ცნობილია, რომ ეპიზოდის სცენარი “მხატვრის მოლოდინში” დაკავშირებულია პერფორმანსთან “მხატვრის თანდასწრებით”, რომელიც აბრამოვიჩმა 2010 წელს ჩაატარა. პერფორმანსის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მარინა მხედველობით კონტაქტს ამყარებდა ნებისმიერ მსურველთან, ვინ გამოფენას ესტუმრებოდა. პერფორმანსი 736 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხატვარმა 1500 მეტ ადამიანს “ჩახედა” თვალებში.

ქეით ბლანშეტი მარინა აბრამოვიჩს პირადად იცნობს. ახალი ეპიზოდის გამოსვლა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი.

კომენტარი
%d bloggers like this: