ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს მესამე შვილი შეეძინათ

ბავშვი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს და დედოფალ ელისაბედ II-ს მეექვსე შვილთაშვილია, დღეს დილით დაიბადა.

პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟიშვილი შეეძინათ.

“მისი სამეფო უდიდებულესობა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ” – განაცხადა წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კემბრიჯის ჰერცოგინია დღეს დილის 6 საათზე სენთ მერის საავადმყოფოს კერძო კანყოფილებაში მოათავსეს. მშობიარობას პრინცი უილიამიც დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ყავს ორი შვილი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

საავადმყოფოს შესასვლელთან ლონდონის მაცხოვრებლები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოთმინებით ელოდნენ ბავშვის დაბადებას.

 

კომენტარი
%d bloggers like this: