2018 წლის 21 ვარსკვლავური ქორწინება

2018 წელი ვარსკვლავური ქორწილებით გამორჩეული იყო არამხოლოდ ჰოლივუდში, არამედ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში. პოპულარულ ქორწილებს შორის რამდენიმე ქართულიც აღმოჩნდა.

 

  1. მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

19 მაისს წმინდა გიორგის სამრეკლოში 2018 წლის ყველაზე ხმაურიანი ქორწილი გაიმართა. 34 წლის პრინცი ჰარი 37 წლის კალიფორნიელ მსახიობზე, მეგან მარკლზე დაქორწინდა. ამ გამორჩეული თარიღისთვის მეგანმა ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ს მინიმალისტური კაბა შეარჩია. წვეულებაზე კი ბრიტანულ ბრენდ Stella McCartney-ს მიანიჭა უპირატესობა.

ცერემონიის მიმართ უდიდესი ინტერესი იყო და სატელევიზიო ტრანსლაციის რეკორდული რეიტინგი დაფიქსირდა, რომელმაც პრინც უილიამისა და კეით მიდლტონის ქორწილი უკან მოიტოვა.

 

  1. პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრუბეკი

წმინდა გიორგის სამრეკლოში წელს კიდევ ერთი სამეფო ჯვრისწერა ჩატარდა. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი, პრინცესა ევგენია იორკელი ლონდონის ღამის კლუბის ყოფილ მმართველს, ჯეკ ბრუბეკს ცოლად გაყვა.

პრინცესამ ქორწილისთვის სიმბოლური ყვავილებით მოქარგული Peter Pilotto-ს ზურგამოღებული კაბა აირჩია, რომელშიც მისი ნაიარევი ჩანდა ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. წვეულებისთვის კი ამერიკელი დიზაინერის, Zac Posen-ის ვარდისფერი ოქროს შეფერილობის კაბა მოიგო.

View this post on Instagram

#tbt to THE greatest day of my life

A post shared by Princess Eugenie (@princesseugenie) on

 

  1. გვინეტ პელტროუ და ბრედ ფელჩაკი

29 სექტემბეტს ნიუ იორკში გვინეტ პელტროუ ცოლად გაჰყვა სცენარისტსა და პროდიუსერს ბრედ ფელჩაკს, რომელსაც 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა. ქორწლის 79 სტუმარი ლონგ-აილენს ეწვია და ღია ცის ქვეშ ვახშმითა და ცეკვით ისიამოვნა.

გვინეტმა Valentino-ს საქორწინო კაბა აირჩია, მოგვიანებით კი მოკლე, კოქტეილის კაბაში გამოეწყო.

 

  1. კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი

ნიუ-იორკულმა წყვილმა საქორწინო ცერემონია ვიწრო წრეში აღნიშნა. 26 წლის კარლიმ  Dior-ის კლასიკურ-რომანტიკული ნაქარგი კაბა აირჩია. წყვილი საკუთარ ურთიერთობაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა, ქორწილსაც 80-მდე ოჯახის მეგობარი და ნათესავი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ივანკა ტრამპის მაზლია.

View this post on Instagram

10.18.2018 ❤️

A post shared by Karlie Kloss (@karliekloss) on

 

  1. მარტა ორტეგა და კარლოს ტორეტა

მსოფლიოს ერთ-ერთი სასურველი პატარძალი, 34 წლის მარტა ორტეგა, რომლის მამა კომპანია Inditex-ის მფლობელია და მსოფლიოს ყველაზე მდიდრების ხუთეულში შედის ცოლად სამოდელო აგენტ კარლოს ტორეტას გაყვა.

სულ რაღაც 400-კაციანი ქორწილი არ იყო ისეთი პომპეზური, როგორც მარტას პირველი ქორწინება ცნობილ ჟოკეისთან.

ორდღიანი დღესასწაული მარტას საგვარეულო სახლში, გალისიაში დაიწყო და მის კუთვნილ საცხენოსნო კლუბში გაგრძელდა.

მარტამ Valentino-ს არატრადიციული კაბა მოირგო, რომელიც სინამდვილეში ბრუზა და ქვედაბოლო იყო. თეთრის ნაცვლად კი ვარდისფერი აირჩია.

 

  1. ანა შელია და ლაშა ლომიძე

მაისში მოდელმა ანა შელიამ და მორაგბე ლაშა ლომიძემ ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, ქორწილი კი მოგვიანებით გადაიხადეს.

ანამ ქორწილისთვის დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კაბა აირჩია.

 

  1. კიარა ფერანი და Fedez

1 სექტემბერს მსოფლიოს ნომერ პირველმა ბლოგერმა კიარა ფერანიმ ბედი დიდი ხნის ბოიფრენდს და მისი შვილის მამას, მუსიკოს Fedez-ს(ფედერიკო ლეონარდო ლუჩია) დაუკავშირა.

ქორწილი სიცილიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ნოტოში გაიმართა. პატარძალმა კაბის შეკერვა Dior-ის სახლს მიანდო.

View this post on Instagram

Yes I do, forever 💍

A post shared by Chiara Ferragni (@chiaraferragni) on

 

  1. ემილი რატაკოვსკი და სებასტიან ბეარ-მაკკლარდი

23 თებერვალს მოდელი ემილი რატაკოვსკი და პროდიუსერი და Elara Pictures-ის პარტნიორი სებასტიან ბეარ-მაკკლარდი ფრიად უცნაურ გარემოში დაქორწინდენ. არ იყო საპატარძლო კაბა და სტუმრების გრძელი რიგი.

წყვილმა ქორწინება საიდუმლოდ გააფორმა და მეჯვარეებად შემთხვევით შემხვედრები წაიყვანა, პატარძლის Zara-ს მდოგვისფერი კოსტიუმის ფასი კი დაახლოებით 200 დოლარი იყო.

View this post on Instagram

2.23.18

A post shared by Emily Ratajkowski (@emrata) on

 

  1. პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი

36 წლის ინდოელი კინოვარსკვლავის და მომღერალ ნიკ ჯონასის ქორწილს შეგვიძლია უსასრულო ვუწოდოთ. ქორწილი 1 დეკემბერს გაიმართა, თუმცა პრიანკას საქორწინო კაბების ფოტოებს დასასრული არ უჩანს.

ორი ცერემონია გაიმართა: პირველი ინდური ტრადიციების თანახმად, მეორე კი ევროპული. პრიანკამ ულამაზესი ინდური სარის შემდეგ საგანგებოდ მისთვის შექმნილი Ralph Lauren-ის კაბა მოირგო, პატარძლის ფატის სიგრძემ კი 22 მეტრი შეადგინა.

View this post on Instagram

And forever starts now… ❤️ @nickjonas

A post shared by Priyanka Chopra Jonas (@priyankachopra) on

 

  1. ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი

უცხოურ ვარსკვლავთა ქორწინებაზე არანაკლებ პოპულარული მომღერალ ბერა ივანიშვილისა და მოდელ ნანუკა გუდავაძის ქორწილი იყო.

ჯვრისწერა სვეტიცხოველში გაიმართა. პატარძალმა “სამოსელი პირველის” შექმნილი საქორწინო კაბა მოირგო, სიძე და სტუმრები კი ჩოხებში გამოეწყვნენ.

წვეულებისთვის ნანუკამ ფრანგული მოდის სახლის Ralph & Russo-ს კაბა შეარჩია 2016 წლის მაღალი მოდის კოლექციიდან.

View this post on Instagram

Now and forever 🕊

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

 

  1. რობინ რაიტი და კლემან ჟირო

11 აგვისტოს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი რობინ რაიტი Saint Laurent-ის სამოდელო სახლის მენეჯერს კლემან ჟიროს ცოლად გაყვა. წვეულება პატარა ფრანგულ ქალაქში გაიმართა და ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, სიძე-პატარძალზე უკეთ რობინის ქალიშვილი გაერთო.

 

  1. ემილი დიდონატო და კაილ პეტერსონი

Victoria’s Secret -ის მოდელი ემილი დიდონარო და მილიონერი კაილ პეტერსონი ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. ცერემონია კოლორადოში, ერთ-ერთი მთის ძირში გაიმართა, პატარძალმა კი Oscar de la Renta-ს კაბა და Daphne Newman-ის ფატა მოირგო.

 

  1. კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

“სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავებმა კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ რეინის ეკლესიაში აბერდინშირში ჯვარი დაიწერეს.

სასიძოს კლასიკური კოსტიუმი ეცვა, პატარძალს კი ნაქარგი ყვავილებით მორთული Elie Saab-ის კაბა გრძელი ფატით. როუზი საკურთხეველთან მამამ მიიყვანა, რომელსაც შოტლანდიური კილტი ეცვა.

 

  1. კვენტინ ტარანტინო და დანიელა პიკი

ყველასთვის მოულოდნენლად წელს კვენტინ ტარანტინო მეგობარ ქალზე, ისრაელელ მომღერალსა და მოდელზე დანიელა პიკზე დაქორწინდა. ეს ქორწინება ორივესთვის პირველია.

ქორწინება მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნეს, თუმცა, გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად და ლამაზად გამოიყურებოდა.

დანიელამ ორი კაბა მოირგო, ორივე ისრაელელ დიზაინერს Dana Harel-ს ეკუთვნის.

 

  1. რიჩარდ გირი და დანიელა სილვა

გირისა და სილვას უეცარი ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახლდათ. 58 წლის რიჩარდი და 35 წლის ალექსანდრა უკვე საერთო შვილის მოლოდინში არიან.

ქორწილებას არ აღუნიშნავთ, ცერემონია კი ბუდისტური ტრადიციების მიხედვით ჩატარდა.

 

  1. ვენსან კასელი და ტინა კუნაკი

51 წლის ვენსან კასელი წლის ულამაზესი ფრანგი მოდელი ტინა კუნაკი შეირთო. პატარძალი ტინა თვალისმომჭრელი იყო, თუმცა ყველას რატომღაც კასელის პირველი მეუღლე მონიკა ბელუჩი ახსენდებოდა.

View this post on Instagram

🙂

A post shared by tina kunakey (@tinakunakey) on

 

  1. ბი შაფერი და ფრანჩესკო კაროზინი

30 წლის ბი შაფერი და 35 წლის ფრანჩესკო კაროზინი ქორწილს დიდხანს ელოდნენ. მოდის სფეროს ორი გიგანტის, Vogue-ის ორი ლეგენდარული რედაქტორის, ანა ვინტურისა და ფრანკა სოზანის შვილების ქორწილი წლის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ღონისძიება იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. მასპინძლებმა 150 სტუმარი დაარწმუნეს ტელეფონი და ფოტოაპარატი არ გამოეყენებინათ.

ქორწილი ანას სახლში, მასტიკში, ნიუ-იორკის შტატში გაიმართა. 1 კვირის შემდეგ კი ჯვრის დასაწერად წყვილი იტალიაში, ქალაქ პორტოფინოს ეწვია.

 

  1. ჰილარი სუონკი და ფილიპ შნაიდერი

კიდევ ერთი საიდუმლო ქორწილი. ამ ორის ჯვრისწერის შესახებ ცნობილი Vogue-ის ფოტოსესიიდან გახდა.

ქორწილი კალიფორნიის ნაკრძალიში, სენტ-ლუსიაში გაიმართა, პატარძალმა კი Elie Saab-ის კაბა შეარჩია.

 

  1. ფელისიტი ჯონსი და ჩარლს ჰარდი

ჰოლივუდელი ვარსკვლავები დაოსტატდნენ საიდუმლო ქორწილებში. ფელისიტი ჯონსისა და რეჟისორ ჩარლზ ჰარდის ქორწილი გლოსტერშირის საგრაფოში, სადელის ციხესიმაგრეში გაიმართა.

ცერემონიას მათი კოლეგები ედი რედმეინი და ტომ ჰენკსი დაესწრნენ, საქორწინო ფოტოები კი Vaniry Fair-ს ერგო.

  1. მაილი საირული და ლიამ ჰემსვორტი

გასულ შაბათ-კვირას ხმები გავრცელდა, რომ მომღერალი მაილი საირული და მსახიობი ლიამ ჰემსვორტი საიდუმლოდ დაქორწინდენ.

გუშინ მაილიმ სოციალურ ქსელში ქორწილის დამადასტურებელი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით “10 წლის შემდეგ”.

 

21. იოანე ბაგრატიონი და ქრისტინე ძიძიგური

იოანე(ხუან) ბაგრატიონმა და ქრისტინე ძიძგურმა, რომელიც სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ბაგრატიონის გვარს ატარებს, სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: