ყაზბეგიდან გუდაურამდე ახალი საბაგირო 29 დეკემბერს გაიხსნება

29 დეკემბერს დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო კუთხით უპრეცედენტო, კობი-გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნება.

მგზავრობის ხანგრძლივობა 15 წუთამდე შემცირდება.

მისი თქმით, ამ უნიკალური ნაგებობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი შენგელიამ „საქმის კურსში“ განაცხადა, გარდა იმისა რომ საბაგირო გზას სათხილამურო კურორტის განვითარების დატვირთვა ექნება, მას სატრანსპორტო ფუნქციაც გააჩნია და კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საბაგირო გზით ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლის საშუალება ექნება.

ინფორმაციისთვის, კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება, მისი სიგრძე 7,5 კილომეტრია.

საბაგირო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 81 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

 

კომენტარი
%d bloggers like this: