ყანწის ფორმის თერმო-ჭიქის შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია

ყანწის ფორმის თერმო-ჭიქა – Goat Mug მოსახერხებელია როგორც ღვინის, ისე ყავის და სხვა სასმელის მისართმევად.

ჭიქის იდეა სლოვენიელ ყავის მოყვარულებს ეკუთვნით, საქართველოში კი ბრენდი ცნობილმა ბლოგერმა დარიკომ შემოიტანა, რომელიც საკუთარ ბლოგზე საქართველოს შესახებ წერს.

Goat Mug-ს ყანწის ფორმა აქვს. ის შექმნილია ეკო-მეგობრული პლასტიკისგან, რომელიც კარგად ირეცხება და ნატურალური ტყავის სარტყელისგან, რომელიც ხელის დაწვისგანაც დაგიცავთ და ამავდროულად, ჭიქის დამჭერი-სადგამის ფუნქციაც აქვს.

Goat Mug-ის ფასი 88 ლარია და მისი შეძენა Facebook-ის და Instagram-ის გვერდებზეა შესაძლებელი.

კომენტარი
%d bloggers like this: