რა უნდა ვიცოდეთ ჩირის შესახებ

თანამედროვე დიეტოლოგია ყოველდღე ახალ-ახალ აღმოცენებს აკეთებს. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სასარგებლო პროდუქტად ითვლებოდა, სინამდვილეში მავნებელია.

მაგრამ მთავარ თემად შაქრის ავკარგიანობა რჩება. შაქრის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო დიეტოლოგთა აზრით განსაკუთრებულად საშიშია ხილიც – ბანანი, ყურძენი, ლეღვი და ნესვი, ერთი შეხედვით უწყინარი ვაშლის მირთმევასაც მხოლოდ დღის პირველ ნახევარში გვირჩევენ.

ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც კი დაშვებული იყო შავი შოკოლადისა და ჩირის მირთმევა. ეს უკანასკნელი ვიტამინების საბადოდ ითვლება, მაგრამ რა ვუყოთ შაქარს მის შემადგენლობაში?

ჩირი, ანუ გამომშრალი ხილი, სხვა სახის ტკბილეულისგან განსხვავებით გლუკოზას, ფრუქტოზას და მინიმალური რაოდენობის სახაროზას შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ ჩირი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ბევრმა არ იცის, რომ ხილის კალორიულობა გამოშრობის შემდეგ მინიმუმ ორმაგდება. მაგალითად, თუ ვაშლის დაახლოებით 70 კილოკალორიაა, ვაშლის ჩირი 250 კილოკალორიას შეიცავს. იგივე ხდება სხვა ხილის შემთხვევაშიც – ყურძენი 70 კილოკალორიას შეიცავს, ქიშმიში – 300, ატამში 40 კილოკალორიაა, კურაგაში 240.

თუმცა, ზოგიერთი მათგანი იმდენად სასარგებლოა, რომ რეაბილიტაციას იმსახურებს. მაგალითად შავი ქლიავი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვი.

დიეტოლოგები გვირჩევენ, თუ წონის დაკლებას აპირებთ, ჩირი დღის პირველ ნახევარში მიირთვით, რადგან გავრცელებული აზრი, რომ ჩირი არ ასუქებს, მითია.

კომენტარი
%d bloggers like this: