ყოფნა თუ ქონა – CinéDOC-TBILISI 2019-ზე?!..

„ყოფნა“ და „ქონა“ ორი მთავარი ზმნაა ფრანგულ ენაში. ამ ზმნების დახმარებით იუღლება დანარჩენი ზმნები ზოგიერთ დროში. მაგრამ ამ ორი ცნების გაგება არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრანგული და ზოგადად, ევროპული ეგზისტენციალიზმისთვის. ერიხ ფრომი – ცნობილი ამერიკელი, წარმოშობით ებრაელი ფსიქოანალიტიკოსი, თავის წიგნში – „ყოფნა თუ ქონა“, სწორედ ამ ორი ცნების, ორი დამოკიდებულების (სურვილის, ლტოლვის, სტრატეგიის) განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას…

ნიკოლა ფილიბერის ფილმი – „ყოფნა და ქონა“ საოცრად ამართლებს ამ სათაურს. ის იწყება გრამატიკიდან (მასწავლებელი ასწავლის მოწაფეებს სკოლაში ფრანგულ ენას) და გადადის ეგზისტენციალიზმში… ამ ფილმის მეშვეობით მაყურებელი ეხება წმიდათაწმინდას, რომელიც ლივლივებს მასწავლებელსა (ჟორჟ ლოპეზი) და მოსწავლეებს შორის და თავს აჩენს თავისი უჩინარობით…

მადლობელი უნდა ვიყოთ CinéDOC-TBILISI-ის, ამ ფილმის ჩვენებისთვის. ყურების დროს, ბევრ ჩვენგანს გაახსენდებოდა ბავშვობის დრო და თავისი ზოგიერთი მასწავლებელი…

კომენტარი
%d bloggers like this: