ტიმოთი შალამე უეს ანდერსონის ფილმში ითამაშებს

ტიმოთი შალამე, ჯეფრი რაიტი და ბენისიო დელ ტორო უეს ანდერსონის ახალი პროექტის “ფრანგი დისპეჩერის”(The French Dispatch) სამსახიობო გუნდს შეუერთდნენ.

ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები, რომლებიც ანდერსონის წინა ფილმებში გამოჩნდენ: ტილდა სუინტონი, ბილ მიურეი და ფრენსის მაკდორმანდი.

გავრცელებული ხმების მიხედვით რეჟისორი ბრედ პიტთან, ნატალი პორტმანთან და ლეა სეიდუსთანაც ითანამშრომლებს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

აგვისტოში გამოცემამ Charente Libre გვამცნო, რომ ანდერსონის მეათე სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუზიკლი იქნება. მოქმედება საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას განვითარდება.

ფილმის გადაღება საფრანგეთში მიმდინარეობს. პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია.

კომენტარი
%d bloggers like this: