შესაძლოა ფილმებიდან კოცნის სცენები გაქრეს

ახალი წესები, რომელსაც კინომსახიობთა პროფკავშირები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში განიხილავენ, არამარტო სექსუალურ სცენებს, არამეც უბრალო კოცნებსაც ეხება. მსახიობთა ნაწილი ახალი წესების შექმნას ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ითხოვს. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

წესების ავტორების აზრით, გადასაღებ მოედანზე კოცნები ენის გამოყენებით უნდა აიკრძალოს, ან მათზე მსახიობებმა და რეჟისორმა წინასწარ უნდა მოილაპარაკონ. შიშველ სცენებში იკრძალება გენიტალიებით შეხება – უნდა გამოიყენებოდეს სპეციალური ტომრები და საგანგებო წებოვანი საშუალებები.

სავალდებულო გახდება გადაღებაზე „ინტიმურობის დირექტორის“ დასწრება, რომელიც მსახიობის ინტერესებს დაიცავს. კასტინგზე მხოლოდ ის მსახიობები გაშიშვლდებიან, რომლებიც ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებული იქნებიან.

 

კომენტარი
%d bloggers like this: