შვედი დიჯეი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, რომელიც Avicii სახელით იყო ცნობილი, დღეს 28 წლის ასაკში, ომანის დედაქალაქ მასკატიში გარდაიცვალა.

“უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ტიმ ბერგლინგი, ცნობილი როგორც Avicii, გარდაიცვალა. მისი ოჯახი განადგურებულია და ამ მძიმე წუთებში მის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან თავის შეკავებას ითხოვს. ამის შესახებ მეტ განცხადებას არ გავაკეთებთ” – განაცხადა მუსიკოსის წარმომადგენელმა.

ჟურნალ ფორბსის მონაცემებით 2013 წელს Avicii მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეების ათეულში შედიოდა, მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ დოლარს აღწევდა. მის ვიდეოს სიმღერაზე Wake Me Up Youtube-ზე მილიონნახევარჯერ უყურეს.

Avicii მუშაობდა ჟანრში EDM, პროგრესივ-ჰაუსსა და ელექტრო-ჰაუსში.

მან მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4 ალბომი გამოუშვა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: