შოკოლადი – ვიქტორია ბექჰემის ახალი გატაცება

ვიქტორია ბექჰემმა და ბელგიელმა შოკოლატიემ, პიერ მარკოლინიმ ერთობლივად შოკოლადის კანფეტების კოლექცია Pierre Marcolini X Victoria Beckham შექმნეს.ლაკონურ შავ ყუთში სულ ორი, ფოლგის ქაღალდში გახვეული გულის ფორმის კანფეტი დევს. კანფეტები ვალენტინობისთვის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია მათი გემო. ვიქტორია კოლაბორაციის დეტალებს მოგვიანებით გაამხელს.

ბევრისთვის დიზაინერისა და შოკოლატიეს თანამშრომლობა მოულოდნელი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ვიქტორია დიდ ყურადღებას აქცევს კვებას და მის რაციონში რაფინირებული შაქარი არ შედის.

კომენტარი
%d bloggers like this: