“შურისმაძიებლები: უსასრულო ომის” საბოლოო თრეილერი

მართალია, ფილმის პრემიერა 27 აპრილსაა დაგეგმილი, მაგრამ კინოთეატრების ბილეთები უკვე გაიყიდა. Disney-მ პარასკევს “შურისმაძიებლების” უკანასკნელი ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა.

თრეილერში Marvel-ის ყველა კინოგმირია წარმოდგენილი: რკინის კაცი, შავი პანტერა, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი, ჰალკი და თორი, რომლებიც ჯოშ ბროლინის ბოროტ გმირს, გამანადგურებელ ტანოსს ებრძვიან.

“მას ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა, ნახევარი სამყაროს განადგურება. თუ ყველა უსასრული ქვას მიიღებს, მიზანს ხელის ერთი მოძრაობით მიაღწევს” – ამბობს ზოე სალდანას გმირი გამორა.

“უსასრულო ომი” აერთიანებს ძველი ეპიზოდების გმირებს – რობერტ დაუნი უმცროსს, მარკ რუფალოს, კრის ჰემსვორტს და სკარლეტ იოჰანსონს, ახალბედა გმირებთან – “ადამიანი-ობობას” ტომ ჰოლანდთან, “შავი პანტერას” ჩედვიკ ბოუზმანთან და “თორის” ტესა ტომპსონთან. შურისმაძიებლების გვერდით იბრძვიან გალაქტიკის მცველები კრის პრატის ხელმძღვანელობით.

ფილმის რეჟისორები ენტონი და ჯო რუსოები არიან, რომლებმაც მანამდე იმუშავეს ფილმებზე “კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისჯაცი” და “კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი”. ცნობილია, რომ ძმები “შურისმაძიებლების” მეოთხე ფილმსაც გადაიღებენ, რომელიც გმირების სერიის უკანასკნელი ფილმი იქნება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: