გსურთ ჩინეთის დიდ კედელზე ცხოვრება?

Airbnb-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერვისი პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელზე ცხოვრებას გთავაზობთ. მანამდე იქ მხოლოდ უშიშარი მეომრები ცხოვრობდნენ, რომლებიც ჩინეთის საზღვრებს დარაჯობდნენ. 

კედელზე, პეკინთან ახლოს საძინებელი მოაწყეს 360 გრადუსიანი პანორამით. ასევე სტუმრებს რამდენიმე ტრადიციული ჩინური კერძისგან შემდგარ სადილს, ინდივიდუალურ ტურს შესთავზებენ და რა თქმა უნდა, მზის ამოსვლის ნახვას შესძლებენ.

 

 

The Airbnb Great Wall of China Stay — ესაა კონკურსი, რომელიც 2018 წლის 11 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობის მისაღებად ბმულზე უნდა გადახვიდეთ და უპასუხოთ კითხვას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი კულტურული ბარიერების ნგრევა და როგორ ააგებდით ახალ კავშირებს სხვადასხვა კულტურებს შორის”.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: