ცნობილი მსახიობები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ „ოსკარი“

„ოსკარი“ არამარტო ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება და მას განსაკუთრებულად ნიჭიერ მსახიობებს გადასცემენ. ნიჭის მიუხედავად რამდენიმე მსახიობს დღემდე არ მიუღია ნანატრი ჯილდო. მათ ბედს დიდი ხნის მანძილზე უამრავი ადამიანის საყვარელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო იზიარებდა. თუმცა, ახლა ლეოს სახლის თაროს უკვე ამშვენებს ოქროს კაცუნას ქანდაკება.

 

ჯიმ ქერი

მსახიობმა პოპულარობა კომედიური როლებით მოიპოვა, თუმცა რომანტიკულ და დრამატულ როლებსაც  შესანიშნავად ართმევს თავს. ქერი  სხვადასხვა პრესტიჟულ ჯილდოზე რამდენიმეგზის იყო ნომინირებული და „ოქროს გლობუსიც“ მიიღო. „ოსკარის“ ქანდაკება კი ჯერ არ აქვს.

 

კიანუ რივზი

ჰოლივუდის ყველაზე სევდიანი მსახიობი მრავალი როლით დაგვამახსოვრდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებმა მისი მონაწილეობით „ოსკარის“ ბევრი ქანდაკება მოიპოვა, მსახიობს არცერთი არ ერგო.

 

ჰელენა ბონემ კარტერი

არასტანდარტულმა ბრიტანელმა მსახიობმა ბევრი თაყვანისმცემელი  მოიზიდა „მებრძოლთა კლუბში“ გამოჩენის შემდეგ. ჰელენა ტიმ ბარტონის ფავორიტი მსახიობია. ის ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, თუმცა არცერთხელ არ გაუმართლა.

 

მონიკა ბელუჩი

ულამაზესი იტალიელი მსახიობის ფილმოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მას ბევრი ევროპული ჯილდო აქვს, მაგრამ „ოსკარის“ ნომინაციაშიც ვერ მოხვდა. ბევრის აზრით ეს მისი სამოდელო წარსული დამსახურებაა, როს გამოც კინოაკადემიაში მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ.

 

ჯონი დეპი

რთული დასათვლელია როლები, რომლებითან მსახიობმა თავი დაგვამახსოვრა. ის „ოსკარზე“ რამდენიმეჯერ წარადგინეს, თუმცა საბოლოოდ ქანდაკება ვერ მიიღო. თავად დეპი ამტკიცებს, რომ არ სჭირდება ჯილდო და მისთვის თაყვანისმცემლების სიყვარული საკმარისია.

 

შერონ სტოუნი

„ძირითადი ინსტინქტის“ მსახიობმა კინოაკადემიასთან საქმე მხოლოდ ერთხელ დაიჭირა ფილმ „კაზინოში“ მონაწილეობის შემდეგ. მომდევნო წლებში სტოუნმა 40-მდე პროექტზე იმუშავა, თუმცა „ოსკარი“ ვერ მიიღო.

 

ბილ მიურეი

ამერიკელი მსახიობი, რომელიც „ზაზუნას დღით“ და სხვა უამრავი წარმატებული ფილმით დაგვამახსოვრდა, დღემდე „ოსკარის“ ქანდაკების გარეშეა, თუმცა სხვა უამრავი ჯილდო აქვს. მისი სახელი ნომინანტთა სიაში 2003 წელს ფილმისთვის „თარგმანის სირთულეები“ შეიტანეს, მაგრამ ქანდაკება მის კონკურენტს ერგო.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: