ჯგუფის Florence and the Machine პირველი კლიპი ბოლო სამი წლის მანძილზე

ფლორენს უელჩმა და ჯგუფმა Florence and the Machine გამოუშვა შავ-თეთრი კლიპი ახალ სიმღერაზე Sky Full Of Song. ეს ჩანაწერი ჯგუფისთვის პირველია 2015 წელს გამოშვებული ალბომის How Big, How Blue, How Beautiful-ის შემდეგ. ვიდეოში ფლორენსი თითქმის ცარიელი ოთახის იატაკზე ზის და მღერის.

ახალი სიმღერა შეზღუდული რაოდენობით 7-დუიმიან ვინილის ფირფიტებზე გამოვა. ფირფიტის უკანა მხარეს ფლორენსი საკუთარ ლექსი New York poem (for Polly) წაიკითხავს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: