ჯენა და ჩენინგ ტატუმები დაშორდნენ

ჩენინგ და ჯენა ტატუმების სასიყვარულო ისტორია, რომელის 12 წლის წინ ფილმის “ნაბიჯი წინ” გადასაღებ მოედანზე დაიწყო, დასასრულს მიუახლოვდა. წყვილმა დაშორების შესახებ ერთდროულად განაცხადა სოციალური ქსელის საშუალებით:

“ჩვენ გვინდა რაღაც გაგიზიაროთ. უცნაურია ასეთი ამბების ყველასთან გაზიარება, მაგრამ ეს იმ ცხოვრების სტილის შედეგია, რომელიც ჩვენ ავირჩეთ და რომლისთვისაც მადლობელი ვართ. ჩვენ არაჩვეულებრივ დროს ვცხოვრობთ. მაგრამ ესაა დრო, როდესაც სიმართლე შეიძლება დამახინჯდეს. ამიტომ ყველაფერს ჩვენ თავად მოგიყვებით. ჩვენმა წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ეს არაჩვეულებრივი ერთობლივი მოგზაურობა იყო, სავსე სიყვარულით. ჩვენ ისევ გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ სიყვარული თავგადასავალია, რომელმაც სხვადასხვა გზაზე წაგვიყვანა. არანაირი საიდუმლო და უსიამოვნება არაა. ორმა საუკეთესო მეგობარმა გადაწყვიტა ერთმანეთს ბედნიერებით სავსე ცხოვრებაში დაეხმაროს. ჩვენ ერთ ოჯახად ვრჩებით და გვიყვარს ჩვენი ევერლი. ამ თემის მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ. მადლობა, რომ ჩვენს პირად ცხოვრებას პატივს სცემთ.”

 

A post shared by Channing Tatum (@channingtatum) on

ჯენა დიუნენმა და ჩენინგ ტატუმმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს, 2009 წელს მალიბუში დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წლის მაისში ქალიშვილი, ევერლი შეეძინათ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: