ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ოფიციალურად დაშორდნენ

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ 7-წლიანი ურთიერთობისა და 2-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ოფიციალური განცხადება ვარსკვლავურმა წყვილმა თავად გააკეთა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს გასული წლის ბოლოს, „ჩვენ ორი საუკეთესო მეგობარი ვართ, რომლებიც შორდებიან როგორც წყვილი, მაგრამ მეგობრებად რჩებიან“.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა 2015 წელს საიდუმლოდ იქორწინეს. მანამდე ენისტონი 5 წელი ბრედ პიტის მეუღლე იყო, რომელმაც ანჯელინა ჯოლისთან უღალატა. ჯოლი-პიტის დაშორების შემდეგ ბრედმა ჯენიფერთან ურთიერთობა დაალაგა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ანჯელინა ლონდონში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს.

კომენტარი
%d bloggers like this: