ჯილიან ანდერსონი ტანსაცმლის კოლექციაზე მუშაობს

ჯილიან ანდერსონი ბრენდ Winser London-თან ერთად ტანსაცმლის კოლექციის შექმნას აპირებს, რომელშიც სულ 5 ნივთი შევა. ჯილიანი ცნობილია აგენტ სკალის როლით საკულტო სერიალში „საიდუმლო მასალები“. ის ტანსაცმლის დიზაინზე პირველად იმუშავებს.

კაფსულა-კოლექციაში ნივთების რაოდენობა შემთხვევით არ შეურჩევიათ, წელს Winser London-ს 5 წელი შეუსრულდება. ბრენდი კიმ უინზერმა, Pringle of Scotland-ის და Aquascutum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დააარსა. მისი სიტყვებით, კაფსულა ჯილიანის სტილის ანარეკლი იქნება.

კოლექციაში შევა შარვლები, ორმხრივი პალტო, სვიტრი და ყელიანი როლინგი, გაყიდვაში კი სექტემბერში ჩაეშვება. ტანსაცმლის ფასი 150-400 ფუნტი იქნება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: