ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ

22 წლის ჯიჯი და 25 წლის მალიკი ერთად დაახლოებით ორი წელი იყვნენ. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი დაშორდა. დაშორების მიზეზი სამუშაო გრაფიკის შეუთავსებლობა იყო. ისინი თითქმის ვერ ხედავდნენ ერთმანეთს.

 

ჯიჯიმ და ზეინმა დაშორება ოფიციალურად დაადასტურეს Twitter-ის პოსტებით.

“განცხადებები დაშორების შესახებ ყოველთვის არაპირადულს ჰგავს, იმიტომ რომ შეუძლებელია აღწერო რა გადაიტანეს ადამიანებმა ურთიერთობისას, ცხოვრების მანძილზე. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები სიყვარულისთვის, დროსთვის და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, რომლებიც მე და ზეინმა გავინაწილეთ. მისთვის მხოლოდ კარგი მინდა და მასთან ურთიერთობას გავაგრძელებ როგორც მეგობართან, რომლის მიმართ უსაზღვრო პატივისცემასა და სიყვარულს განვიცდი. რაც შეეხება მომავალს, ის იქნება, რაც უნდა იყოს” – დაწერა ჯიჯიმ.

 

“მე და ჯიჯის გვქონდა მშვენიერი, მნიშნვნელოვანი, სიყვარულით სავსე და მხიარული ურთიერთობა და მე ჯიჯის როგორც გოგოს და როგორც მეგობრის მიმართ, უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ. მას მშვენიერი სული აქვს. მადლიერი ვარ ჩვენი თაყვანისმცემლების, რადგან პატივს სცემენ ჩვენს მძიმე გადაწყვეტილებას და პირად ცხოვრებას. გვინდოდა, რომ ეს ამბავი ჩვენგან გაგეგოთ. ყველა გვიყვარხართ” – გამოაქვეყნა ზეინმა.

 

შეგახსენებთ, რომ მომდელმა და მომღერალმა ერთმანეთი 2015 წელს ქენდალ ჯენერის დაბადების დღეზე გაიცნეს. ჯიჯიმ ზეინის პირველ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი
%d bloggers like this: