ჯოან როულინგი ახალ საბავშვო წიგნს დაწერს

ჯოან როულინგი ახალი საბავშვო წიგნის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ჰარი პოტერთან და მის სამყაროსთან კავშირში არ იქნება. მწერალმა აღნიშნა, რომ წიგნის იდეას უკანასკნელი ექვსი წელი გონებაში ამუშავებდა და მისი ქაღალდზე გადატანის დრო მოვიდა.

ახლა როულინგი “ფანტასტიკური ცხოველების” მესამე ნაწილის სცენარზე მუშაობს. ფილმის მეორე ნაწილის “ფანტასტიკური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულების” პრემიერა 2018 წლის ნოემბერშია დანიშნული.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში მიცემულ ინტერვიუებში როულინგი არ გამორიცხავს ჰარი პოტერის ისტორიის შესაძლო გაგრძელებას.

კომენტარი
%d bloggers like this: