ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ბავშვების მეურვეობაზე შეთანხმდნენ

2 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ 43 წლის ანჯელინა ჯოლიმ და 54 წლის ბრედ პიტმა ექვს შვილზე მეურვეობის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

“შეთანხმება ორი კვირის წინ შედგა, ახლა კი ორივე მხარემ და მოსამართლემ ხელი მოაწერეს”– განაცხადა ანჯელინას ადვოკატმა სამანტა ბლეი დიჯინმა.

ადვოკატმა დაამატა, რომ შეთანხმება ბავშვთა მეურვეობის საკითხში ექსპერტის რეკომენდაციაზე დაყრდნობითაა შედგენილი, ამიტომ სასამართლო განხილვის აუცილებლობა აღარ არის.

შეთანხმების დეტალები ბავშვთა უფლებების დაცვლის მიზნით არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ანჯელინა ბავშვებზე სრულუფლებიან მეურვეობას ითხოვდა, ბრედი კი ერთობლივი მეურვეობის მომხრე იყო.

ჯოლის და პიტს 10-დან 17-წლამდე ექვსი შვილი ჰყავთ. სამი მათგანი აყვანილია, სამი კი საკუთარი.

2016 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: