ჯონ მალკოვიჩი “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაში ითამაშებს

ოსკარის” ორგზის ნომინანტი ჯონ მალკოვიჩი პაოლო სორენტინოს მინი-სერიალში “ახალი პაპი”, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ახალი სერიალი სორენტინოს “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაა, რომელშიც მთავარ როლს – ამერიკელ ლენი ბელარდოს ჯუდ ლოუ თამაშობს. ის რომის პაპი გახდა და მიიღო სახელი პიი XIII.

“ახალი პაპის” სიუჟეტის დეტალები და ასევე, თუ ვის როლს შეასრულებს მალკოვიჩი, უცნობია.  სცენარზე თავად სორენტინო, უმბერტო კონტარელო და სტეფანო ბიზესი მუშაობენ. გადაღება იტალიაში ნოემბერში დაიწყება.

HBO-მ სერიალის ახალი სეზონი მაისში დაანონსა. ასევე, აღინიშნა, რომ პროექტი არა “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელება, არამედ “თანამედროვე პაპების სამყაროს” ნაწილი იქნება, რომელიც სორენტინომ გამოიგონა.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა სერიალზე მუშაობა შეწყვიტა, რათა იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრზე სილვიო ბერლუსკონიზე ბიოგრაფიული ფილმი “Loro”(“ისინი”) დაესრულებინა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: