ჰოლივუდში “რკინის კაცის” კოსტიუმი მოიპარეს

ლოს-ანჯელესის პოლიცია რთულ საქმეს, ძარცვას იძიებს, რომელიც ჰოლივუდის ცენტრში მოხდა. მოპარულოა რკინის კაცის ორიგინალური კოსტიუმი, რომლითაც რობერტ დაუნი უმცროსმა 2008 წელს გადაღებულ იმავე სახელწოდების ფილმში ითამაშა. კოსტიუმი, არც მეტი არც ნაკლები, 320 ამერიკული დოლარი ღირს.

დანაშაული თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში მოხდა, მაგრამ ცნობილი ახლა გახდა, მას შემდეგ, რაც რეკვიზიტების საწყობში რევიზია ჩატარდა. საწყობიდან სტარკის კოსტიუმის გარდა არაფერი დაკარგულა, ამიტომ პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავეები ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: