10 ფილმი მოდის ინდუსტრიაზე

მოდაზე ბევრი დაწერილა და კითხვა, რა თქმა უნდა, სასარგებლო და საინტერესოა, მაგრამ ხშირად სიტყვები ვიზუალური მასალის გარეშე არაფრისმომცემია. მოდის კულისების საუკეთესო გიდი დოკუმენტური კინოა.

 

„დიორი და მე“ (Dior and I, 2014)

რეჟისორი: ფრედერიკ ჩენგი

რაფ სიმონსისა და Christian Dior-ის თანამშრომლობა უკვე მოდის ისტორიის ნაწილია, რომელიც პროფილურ სახელმძღვანელოებში შევა. დიზაინერმა მოდის სახლი დატოვა, რათა საკუთარი ბრენდისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. დიდწილად მისი Dior-დან წასვლის მიზეზი არაადამიანური სამუშაო გრაფიკი იყო –  მოვალეობა, რომელიც დიდი ბრენდის ნებისმიერი დიზაინერის კისერს აწვება. Dior-ში მისვლისთანავე სიმონსმა კუტიურ-კოლექციაზე დაიწყო მუშაობა. თუ სხვა დიზაინერებს ახალ კოლექციაზე სამუშაოდ თვეები აქვთ, სიმონსს მხოლოდ რვა კვირა ჰქონდა. სწორედ ეს დაძაბული პერიოდი აღბეჭდა თავის ფილმში რეჟისორმა ფრედერიკ ჩენგმა.

 

„სექტემბრის ნომერი“ („The September Issue, 2009)

რეჟისორი: რ.ჯ. კატლერი

თუ გგონიათ, რომ პრიალა ჟურნალში მუშაობა ფილმს „ეშმაკი ატარებს პრადას“ ჰგავს, მაშინ დაივიწყეთ ყველაფერი. ამის ნაცვლად ნახეთ ფილმი „სექტემბრის ნომერი“, რომელშიც შეულამაზებლად ყვებიან თუ როგორია ამერიკული Vogue-ის ყველაზე საპასუხისმგებლო და მოცულობითი, სექტემბრის ნომერის მზადების პროცესი. აქ ნახავთ სინამდვილეში როგორ მუშაობს მოდის სფეროს ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის რედაქცია.

 

„ივ სენ ლორანი: შეშლილი სიყვარული“ (L’amour fou, 2010)

რეჟისორი: პიერ ტორეტონი

Saint Laurent-ის მოდის სახლში კრეატიული დირექტორები იცვლებიან და თითოეულს რაღაც თავისი მოაქვს, მაგრამ დამფუძნებლის, ივ სენ ლორანის სახელი არასდროს გადავა უკანა პლანზე, ისევე, როგორც მისი ცხოვრებისადმი ინტერესი. ფრანგი რეჟისორის პიერ ტორეტონის დოკუმენტური ფილმი აქცენტს დიზაინერის პირად და საქმიან პარტნიორ პიერ ბერჟეზე აკეთებს.

 

„აბსოლუტური მოდა: ბრიტანული Vogue -ის შიგნით (“Absolutely Fashion: Inside British Vogue“, სერიალი, 2016)

რეჟისორი: რიჩარდ მეისერი

BBC-ს ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი, ფაქტობრივად „სექტემბრის ნომრის ბრიტანული ვერსიაა“. 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით Vogue UK-მ ჟურნალისტები დახურულ კარს მიღმა პირველად შეუშვა, ამასთან მხოლოდ ბრიტანული ტელეარხი. რეჟისორმა რიჩარდ მაიერმა ჟურნალის რედაქციაში არც მეტი, არც ნაკლები ცხრა თვე გაატარა.

 

„დაიან ვრილანდი: თვალმა უნდა იმოგზაუროს“ („Diana Vreeland: The Eye Has to Travel, 2011)

რეჟისორები: ლიზა იმორდინო ვრილანდი, ფრედერიკ ჩენგი

დაიან ვრილანდი საკულტო ფიგურაა. შესაძლოა, მისის მემუარები უკვე წაგიკითხავთ, რომელიც იმდენაც ჰგავს სათავგადასავლო რომანს, რამდენადაც ჰედონისტურ მანიფესტს. და მაინც, ფილმის ნახვას გირჩევთ, რადგან ვრილანდისა და მისი თანამედროვეების იშვიათი ინტერვიუები ნახოთ, ამავდროულად, სულ ცოტა განსხვავებულად შეხედოთ საკუთარ ცხოვრებას.

 

„მაქქუინი და მე“ („McQueen and I, 2011)

რეჟისორი“ ლუის ოსმონდი

სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე მაქქუინზე გადაღებული მხატვრული ფილმის პრემიერა შედგა. მაგრამ ჩვენ დოკუმენტურსაც გირჩევთ, რომელიც უნიკალურია იმით, რომ მასში შევიდა დიზაინერის იშვიათი ქრონიკები და გულახდილი ინტერვიუები.

 

„ჭეშმარიტი საფასური“ („The True Cost“, 2015)

რეჟისორი: ენდრიუ მორგანი

გლამურულის გვერდით მოდის ბიზნეს, მეორე, უარყოფითი მხარეც აქვს და ის ყოველთვის არ არის აფიშირებული. ტრენდები ერთმანეთს სინათლის სისწრაფით ცვლიან. ლუქს და მას-მარკეტ ბრენდები უფრო და უფრო მეტ პროდუქციას აწარმოებენ, რაც თავის მხრივ წარმოების ხარჯის შემცირებას იწვევს. ეკონომიის მიზნით, ისინი ხშირად მიმართავენ ფაბრიკებს, რომლებიც მესამე მსოფლიოს ქვეყნებშია განთავსებული და სადაც სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა.

 

„ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი“ („Valentino: The Last Emperor, 2008)

რეჟისორი: მეთ ტირნაიერი

ვალენტინო გარავანიმ თავისი უკანასკნელი კოლექცია 2007 წელს აჩვენა. 50 წლიანი კარიერის განმავლობაში დიზაინერი სტილის კერპად იქცა და ნამდვილად შეგვიძლია ერთ-ერთ უკანასკნელ დიდ კუტურიედ ჩავთვალოთ. ფილმი ვალენტინოს მემკვიდრეობას ეხება და მის უკანასკენ კოლექციაზე მუშაობის პროცესს დეტალურად აღწერს მანამ, სანამ ხელმძღვანელობას მარია გრაცია კიური და პიერპაოლო პიჩოლი გადაიბარებენ.

 

„ჰელმუტ ნიუტონი: ჩარჩოები კიდეებიდან“ („Helmut Newton: Frames from The Edge, 1989)

რეჟისორი: ედრიან მაბერი

ჰელმუტ ნიუტონი ნაცისტების მიერ ოკუპირებული ბერლინიდან 1936 წელს იტალიაში გაიქცა, იქიდან კი ზღვით სინგაპურში, სადაც პორტრეტისტად . მას შემდეგ მხატვარი კიდევ რამდენჯერმე გადასახლდა, სანამ პარიზში არ მოხვდა ფრანგულ Vogue-ში სამუშაოდ. ფილმი ფოტოგრაფის მოგზაურობას მიჰყვება და მის შემოქმედება ანალიზს უკეთებს, რომელიც ეროტიკისა და მოდის ზღვარზე ბალანსირებდა და შედეგად ახალ ტენდენციას, sex sells ჩაუყარა საფუძველი.

 

„აირისი“ („Iris, 2014)

რეჟისორი: ალბერტ მეისლესი

ნებისმიერისთვის, ვისაც მოდა და სტილი აინტერესებს, აირის აპფელის სახელი ნაცნობია. მომავალი კოლექციონერი, დიზაინერი და სტილის კერპი ნიუ-იორკის ქუინსში 1921 წელს დაიბადა. დედამისი წარმოშობით რუსეთიდან იყო და პატარა ბუტიკს ამუშავებდა, მამას კი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. ახალგაზრდა აირისმა ორი სახის განათლება – სამხატვრო და სახელოვნებათმცოდნო მიიღო. ილუსტრატორის ასისტენტად და ინტერიერის დიზაინრად Women’s Wear Daily-ში მუშაობდა. აირისი დიდი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, მაგრამ ყველას დაამახსოვრდა როგორც ექსცენტრიული გარეგნობის ქალი. ფილმი „აირისი“ მისი ცხოვრების შესახებ დაწვრილებით გვიყვება.

კომენტარი
%d bloggers like this: