11 ფაქტი ჩარლი ჩაპლინის შესახებ

დღეს კინოლეგენდა ჩარლი ჩაპლინი იუბილარია. გენიალური მსახიობისა და რეჟისორის შესახებ ცნობილი რამდენიმე ფაქტი შევკრიბეთ:

  1. ჩარლი ჩაპლინი ცაცია იყო.
  2. მსახიობს ცისფერი თვალები ჰქონდა.
  3. მან საკუთარი ფილმების საშუალებით 10,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
  4. მისი ფილმების გადაღებისას მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა.
  5. ერთხელ, მალულად მონაწილეობა მიიღო “მაწანწალის” ორეულების კონკურსში. ზოგიერთი ვერსიით მეორე ადგილზე გავიდა, ზოგიერთით – მესამეზე.
  6. პირველი საკუთარი სახლი 1922 წელს ააშენა, სადაც 40 ოთახი, კინოთეატრი და ორგანი ჰქონდა.
  7. 1952 წელს “რამპის ჩირაღდნების” ლონდონის მსოფლიო პრემიერაზე წასული ჩარლი უკან, აშშ-ში აღარ შეუშვეს. მსახიობი შვეიცარიაში დასახლდა.
  8. 1972 წელს ჩაპლინი მეორედ გახდა “ოსკარის” მფლობელი. მას დროებითი ვიზა მისცეს და მხოლოდ რამდენიმე დღით შეუშვეს აშშ-ში.
  9. 1975 წელს ელისაბედ II-მ ჩაპლინი რაინდად აკურთხა.
  10. 1978 წელს ჩაპლინის ცხედარი საფლავიდან ამოთხარეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. პოლიციამ დამნაშავეები დაიჭრა და ცხედარი ორი კვირის შემდეგ ხელმეორედ დაკრძალეს.
  11. ჩაპლინის საყვარელი სპორტის სახეობა კრივი იყო.

 

კომენტარი
%d bloggers like this: