19 აპრილიდან ზაზა ხალვაშის “ნამე” საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

ზაზა ხალვაშის ახალი ფილმი “ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართული კი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

“ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

19 აპრილიდან “ნამე” საქართველოს კინოთეატრებში გამოდის.

 

კომენტარი
%d bloggers like this: