2018 წლის ყველაზე პოპულარული მოდის კომპანიები, ტრენდები და ადგილები

ცოტა ხნის წინ კომპანია Google-მა 2018 წლის ყველაზე პოპულარულ ადამიანად მეგან მარკლი დაასახელა.

ახლა კი ყველაზე პოპულარული ბრენდები და ტრენდები გამოავლინა.

ძიებების ლიდერი Gucci, ან მაგალითად Dolce & Gabbana კი არა, მას-მარკეტის გიგანტი Fashion Nova გახდა.

მეორე ადგილი Louis Vuitton-მა, მესამე და მეოთხე კი Versace-მ და Givenchy-მ დაიკავეს.

Gucci  მეხუთეზე გავიდა, მომდევნო ადგილები კი Alexander McQueen-მა, Dolce & Gabbana-მ, Dior-მა და Moschino-მ გაინაწილეს.

რაც შეეხება ტრენდებს, ყველაზე ხშირად ეძებენ “80-იანების მოდას”, შემდეგ “სტილს გრანჟი”, “90-იანების მოდას” და “00-ის მოდას”.

Google-ის შემდეგ წლის შეჯამება Instagram-მა გააკეთა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველაზე პოპულარულია ფოტოები გეოლოკაციით ტოკიოს დისნეილენდი (Tokyo Disneyland), რომლებმაც წელს რეკორდული რაოდენობის მოწონება დაიმსახურეს.

გასართობი პარკი ქალაქ ურაიასუშია განლაგებული და აშშ-ს ფარგლებს გარეთ აგებულ პირველ დისნეილენდს წარმოადგენს.

ის იაპონიის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად იქცა და 465 000 კვადრატულ მეტრს იკავებს.

ტერიტორია ასევე მოიცავს ტოკიოს დისნეისის (Tokyo DisneySea), სასტუმროებსა და სავაჭრო კომპლექსს.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: