Pantone-მა 2019 წლის ფერი დაასახელა

ინსტიტუტმა Pantone მომავალი წლის მთავარი ფერი დაასახელა.

ის “ცოცხალი მარჯანი”(Living Coral) იქნება ნომრით Pantone 16-1546. ესაა შუალედური ფერი ვარდისფერსა და სტაფილოსფერს შორის.

Pantone-ს ვიცე-პრეზიდენტის, ლორი პრესმანის თქმით “ფერი ამდიდრებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სიცოცხლეს. ეს ფერი თავის თავში მოიცავს დღესასწაულს, ენერგიულობას და ზრუნვას ერთდროულად. ცოცხალი მარჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფერს შეუძლია ჩვენი კოლექტიური გამოცდილების შთანთქმა და იმის გამოხატვა, თუ რა ხდება გლობალურ კულტურაში კონკრეტულ დროს”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ფერად ულტრაიისფერი დასახელდა.

კომენტარი
%d bloggers like this: