21-ე საუკუნის 50 საუკეთესო კომედია

გამოცემამ Rolling Stone ამ საუკუნის ყველაზე სასაცილო ფილმების სია შეადგინა. იუმორი სუბიექტური შეგრძნებაა, ამიტომ რეიტინგის შედგენაში მონაწილეობა 19 ადამიანმა მიიღო.

უკანასკნელი 18 წლის საუკეთესო კომედიად 2000 წელს გადაღებული “შოუს გამარჯვებულები”(Best in Show) დასახელდა. სიუჟეტის მიხედვით, რამდენიმე ოჯახური წყვილი ძაღლების გამოფენისთვის საკუთარ ოთხფეხა მეგობარს ამზადებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მეორე ადგილი 2009 წლის სატირულმა კინოფილმმა “ყულფში” დაიკავა, გამარჯვებულების სამეული კი 2011 წლის “პატარძლის მეჯვარეებმა” დახურა.

რეიტინგის სრულად ნახვა გამოცემის საიტზე შეგიძლიათ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: