22 თებერვლიდან “დედე” საქართველოს კინოთეატრებში გავა

უშგულში დაბადებული და გაზრდილი მარიამ ხაჭვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასეულობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სვანური ტრადიციების ფილმში ასახვა იყო.ხაჭვანის “დედე”თითქმის მთლიანად სვანურ ენაზეა გადაღებული, ყველა მსახიობი სვანია და მათი დიდი ნაწილი არაპროფესიონალია. რეჟისორმა ისინი ფილმში მეტი ავთენტურობის მისაღწევათ უშგულსა და მიმდებარე სოფლებში შეარჩია. ფილმის მოქმედება 1992 წელს ვითარდება. დედე სვანურად დედას ნიშნავს. ხაჭვანის თქმით ესაა სიყვარულის ისტორია, ამავდროულად ფილმი სვანეთში ქალთა მძიმე ყოფას გვაჩვენებს.

„დედეს“ საპილოტო ვერსია რამდენიმე წლით ადრე გადაღებული „დინოლა“ იყო, რომელშიც რეჟისორმა თითქმის იდენტური სიუჟეტი გამოიყენა. ოპერატორ მინდია ესაძის პროფესიონალიზმის და უშგულის ულამაზესი ხედების წყალობით „დინოლასა“ და „დედეში“ ულამაზეს გამოსახულებას ვუყურებთ, რაც ევროპელი მაყურებლისთვის საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება.

„დედეს“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორი ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმს Asia Pacific Screen Awards-ზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
„დედე“ საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გავა.

კომენტარი
%d bloggers like this: