22 უცნობი ფაქტი „ოსკარის“ შესახებ

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე ცერემონიამდე რამდენიმე დღე რჩება. შესაძლოა, ყველა წარდგენილი ფილმი ნანახი გაქვთ და ყველა ნომინაცია ზეპირად იცით, მაგრამ არსებობს რამდენიმე უცნობი ფაქტი, რომლის შესახებ არაფერი გსმენიათ.

1. “ოსკარის“ წითელი ხალიჩა განსაკუთრებული, დაპატენტებული ბროწეულის ფერია. წითლის ეს შეფერილობა მსოფლიოს არცერთ სხვა ხალიჩაზე არ გამოიყენება.
2. წითელ ხალიჩას ტრადიციულად დაჯილდოების წინა ოთხშაბათს აგებენ და ის სპეციალური, წვიმისმაგვარი დამცავი ფენითა არის დაფარული.

3. წითელი ხალიჩა სიგრძეში 274 მეტრია, სიგანეში კი 10,5.

4. წითელ ხალიჩაზე ცერემონიის სტუმრებს დაახლოებით 150 პრესის წარმომადგენელი ელოდება.

5. პალმის ხესთან ყველა სტუმარი ვალდებულია მოსაწვევი წარმოადგინოს. მერილ სტრიპიც კი!

6. ცერემონიის მონაწილეებსა და სტუმრებს წითელი ხალიჩის მარჯვნივ ფანები ხვდებიან, მარცხნივ – პრესა.

7. ფანებისთვის 735 ადგილია გათვალისწინებული. მათ სხვადასხვა გათამაშებისა და კონკურსის საშუალებით ირჩევენ.

8. სტუმრები ფოტოებისთვის მხოლოდ ბანერის წინ პოზირებენ. ხალიჩაზე მხოლოდ 50 ფოტოგრაფს უშვებენ.

9. წელს აკრედიტაციის განაცხადი 785-მა პრესის ორგანიზაციამ შეიტანა და მხოლოდ 299 დაკმაყოფილდა.

10. მხოლოდ წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე 341 მხატვრული ფილმი იყო წარდგენილი.

11. დაჯილდოების 90-ე ცერემონია მსოფლიოს 225 ქვეყანაში იქნება ნაჩვენები.

12. მთლიანობაში, წელს „ოსკარის“ 48 ქანდაკებას გადასცემენ.

13. მაგრამ მხოლოდ 24 ქანდაკებაა საკონკურსო კატეგორიებისთვის განკუთვნილი.

14. ოსკარის“ თითოეული ქანდაკება 3.8 კილოგრამს იწონის, სიმაღლე 34 სანტიმეტრი და დიამეტრი 13 სანტიმეტრია.

15. “ოსკარის“ ქანდაკება რაინდის ფიგურაა, რომელსაც ხელში ჯვაროსნის ხმალი უჭირავს და ფილმის ფირზე დგას, რომელსაც 5 მრგვალი დანაყოფი აქვს აკადემიის 5 მიმართულების შესაბამიდან. ესენია: მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები, ტექნიკური პერსონალი და პროდიუსერები.

16. დოლბის თეატრმა, იგივე კოდაკის თეატრმა ჰოლივუდში დაჯილდოების 17 ცერემონიას უმასპინძლა (წლევანდელის ჩათვლით).

17. მანამდე, დოროთი ჩენდლერის პავილიონში, რომელიც ასევე ლოს-ანჯელესში მდებარეობს, ყველაზე მეტი – „ოსკარის“ 25 დაჯილდოება გაიმართა.

18. დოლბის თეატრის შესასვლელში, კედელზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ყველა ფილმის სახელია ამოტვიფრული.

19. წითელი ხალიჩა წყდება კოდაკის თეატრის კიბესთან და მის თავზე გრძელდება.

20. კიბეები ისეა მოპირკეთებული, რომ წითელი ხალიჩის სიმულაციას აკეთებს.

21. ცერემონია ყველაზე ბევრჯერ ბობ ჰოუფმა წაიყვანა, სულ 19-ჯერ.

22. გამარჯვების შემდეგ ნომინანტები მცირე დერეფანს გადიან პირველ პრესკონფერენციამდე. დერეფნის კედლებზე წინა წლების გამარჯვებულების ფოტოებია ჩამოკიდული და მას „გამარჯებულის მსვლელობას“ უწოდებენ.

 

კომენტარი
%d bloggers like this: