29 მარტიდან “საშიში დედა” საქართველოს კინოთეატრებში გავა

ანა ურუშაძის „საშიში დედა“ აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

„საშიში დედა“ ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი, თუმცა კრიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებებიც დაიმსახურა.

„საშიში დედა“ 2017 წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო „ოსკარზე“.

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 29 მარტიდან გავა.

კომენტარი
%d bloggers like this: