31 აგვისტოს “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდება

საქართველოს კანდიდატ ფილმს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს სპეციალური კომისია გამოავლენს. გადაწყვეტილებას იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის იქნება მიღებული და ცნობილი გახდება თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

  • „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

წარმოდგენილი ფილმებიდან „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.

კომისიასულ 9 წევრისგან შედგება:

  1. მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
  2. დიმიტრი მამულია – რეჟისორი
  3. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი
  4. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი
  5. ია შუღლიაშვილი – მსახიობი
  6. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
  7. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
  8. გოგი მიქელაძე – მხატვარი
  9. ნინო მხეიძე – კინომცოდნე

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

კომენტარი
%d bloggers like this: