39 წლის რეიჩელ მაკადამსი პირველად გახდა დედა

რამდენიმე თვის განმავლობაში რეიჩელ მაკადამსის შესახებ არაფერი ისმოდა. უკანასკნელად მსახიობი საზოგადოებაში ნოემბერში გამოჩნდა.

მოგვიანებით, 2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ რეიჩელი და მისი ბოიფრენდი, 37 წლის მწერალი ჯეიმი ლინდენი შვილს ელოდებიან. რამდენიმე საათის წინ გამოცემამ Hollywood Pipeline ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც რეიჩელი და ჯეიმი ახალშობილ შვილთან ერთად სეირნობენ. ბავშვის სახელი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. წყვილი კომენტარს არ აკეთებს და ყველანაირად ცდილობს პრესის წარმომადგენლებს თავი აარიდოს.

რეიჩელი და ჯეიმი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან.

 

კომენტარი
%d bloggers like this: