51 წლის რობინ რაიტი საიდუმლოდ დაქორწინდა?

გავრცელდა ხმები, რომ “ბანქოს სახლის” ვარსკვლავი მოდის სახლ Saint Laurent-ის პიარ მენეჯერს, კლემან ჟირადეს ცოლად გაყვა. 

შონ პენის ყოფილი მეუღლე, 51 წლის რობინ რაიტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაშ 31 წლის კლემანს ხვდებოდა. გასულ კვირას წყვილი პარიზში ერთ-ერთ ფეხბურთის მატჩს დაესწრო. ჟურნალისტებმა მათ თითებზე ერთნაირი ბეჭდები შენიშნეს და ქორწინების შესახებ ეჭვიც გაჩნდა. წყვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი 1996-2010 წლებში შონ პენის მეუღლე იყო, 2015 წლამდე კი მასზე 15 წლით უმცროს ბენ ფოსტერს ხვდებოდა. შონსა და რობინს ორი საერთო შვილი – ჰოპერი და დილანი ყავთ.

კომენტარი
%d bloggers like this: