7 ფაქტი Instagram-ის შესახებ

დღეს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს დაბადების დღე აქვს. 2010 წლის 6 ოქტომბერს App Store-დან ახალი სოციალური ქსელის ჩამოტვირთვა გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად მას მხოლოდ კვადრატული ფოტოების ატვირთვის, “დაგულვის” და კომენტარის გაკეთების ფუნქცია ჰქონდა.

ქსელის დაბადებიდან 8 წლის თავზე მასზე 7 საინტერესო ფაქტი შევკრიბეთ.

 

#BURNB

თავდაპირველად ქსელს სახელად Burbn – მისი დამფუძნებლის, კევინ სისტრომის საყვარელი შოტლანდიური ვისკის სახელი დაერქვა. მაგრამ რადგან ის საკმაოდ რთული წარმოსათქმელია, ცოტა ხანში სახელი შეიცვალა INSTAnt teleGRАМ-ად იქცა.

#FОLLОWMЕ

ყველაზე მეტი მიმდევარი Instagram-ის ოფიციალურ გვერდს ჰყავს. დღეს მათი რიცხვი 255 მილიონს შეადგენს. ცნობილი ადამიანებიდან მიმდევრების რაოდენობით ხუთეულში შედიან ბიონსე, სელენა გომესი, კრიშტიანუ რონალდუ და არიანა გრანდე.

#like

ყველაზე მეტი მოწონება კაილი ჯენერის ახალშობილი შვილის ფოტომ დაიმსახურა. პატარა სტორმი ვებსტერის გამოსახულებამ 18 მილიონი გული და 2 მილიონამდე კომენტარი დააგროვა.

View this post on Instagram

stormi webster 👼🏽

A post shared by Kylie (@kyliejenner) on

 

#love

სასიამოვნო ფაქტია ის, რომ წლების განმავლობაში ყველაზე გავრცელებული ჰეშთეგია სიტყვა #love – სიყვარული, ხოლო ყველაზე ხშირად გამოყენებადი ემოჯი გული.

#სამყარო

დღესდღეობით Instagram-ზე 1 მილიარდზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული და 40 მილიარდ პოსტზე მეტია ატვირთული. ყოველდღიურად ეს ციფრი 100 მილიონი ფოტოთი და ვიდეოთი იზრდება.

#მოდა

Instagram-ს საკუთარი მოდის რედაქტორი – ევა ჩენი ყავს. ის ბრენდებთან ხანგრძლივმოქმედ ურთიერთობებსა და მათ სოციალურ ქსელში პოზიციონირებაზე ზრუნავს.

 

#SELFIE

პირველი პოსტი ჰეშთეგით #selfie 2011 წლის 27 იანვარს გამოქვეყნდა. აქაუნთი, რომელიც ამერიჯელ ჯენიფერ ლის ეკუთვნოდა, ისტორიაში შევიდა, ფოტომ კი 600-ზე მეტი კომენტარი დააგროვა სიტყვებით “This is first selfie!”(“ეს არის პირველი სელფი!”)

კომენტარი
%d bloggers like this: